თურქული კინოს ვარსკვლავი, ჰანდე ერჩელი, მასშტაბური ნარკოტიკული გამოძიების ეპიცენტრში მოხვდა. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საბჭოს ოფიციალური გადახედვის თხოვნით მიმართა, მას შემდეგ, რაც მსახიობის ნარკოლოგიური ტესტის შედეგებმა არაერთგვაროვანი კითხვები გააჩინა.
რა აღმოაჩინეს მსახიობის ორგანიზმში?
გამოძიების ფარგლებში, რომელიც თურქეთის ცნობილ სახეებს ეხება, ერჩელმა სისხლისა და თმის ნიმუშები ჩააბარა. მართალია, ნარკოტიკების ზოგადი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ნიმუშებში რამდენიმე სპეციფიკური ნივთიერება დაფიქსირდა:

ამჟამად ექსპერტები ადგენენ, არის თუ არა ეს ნივთიერებები სამედიცინო, ფარმაცევტული წარმოშობის (მაგალითად, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების შედეგი) თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
ჰანდე ერჩელის ჩვენება: "არანაირი ღამის ცხოვრება არ მაქვს"
მსახიობმა პროკურატურას ვრცელი ჩვენება მისცა და ბრალდებები კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია "კერძო წვეულებების" შესახებ, რომლებსაც ბიზნესმენები მართავდნენ, მისთვის უცნობია:
"უკვე 13 წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვარ და ყოველთვის ვცდილობ, სხვებისთვის კარგი მაგალითი ვიყო. არასდროს ცხოვრებაში არ გამომიყენებია ნარკოტიკული საშუალებები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. არც ჩემი ყოფილი პარტნიორის, ჰაქან საბანჯისგან მინახავს ოდესმე მსგავსი ნივთიერებები მოეხმარა," - განაცხადა ერჩელმა.

მსახიობმა ასევე განმარტა, რომ სასტუმრო "ბებექში", რომელიც გამოძიების მასალებში ფიგურირებს, მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე დადიოდა და ისიც მხოლოდ რესტორნის სივრცეში. "ღამის ცხოვრება არ მაქვს," - დასძინა მან.
ვინ ფიგურირებს კიდევ საქმეში?
ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ეს ოპერაცია თურქულ შოუბიზნესს საკმაოდ მძიმედ შეეხო. ჰანდე ერჩელის გარდა, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 14 ცნობილი ადამიანი, მათ შორის პოპულარული მსახიობი ბურაკ დენიზი. მომღერლები - სიმგე და მელექ მოსო კი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ ეტაპზე სტამბოლის პროკურატურა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელიც გადაწყვეტს ჰანდე ერჩელის წინააღმდეგ საქმის შემდგომ მსვლელობას.