აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ხალხში "დაბნეულობის" გამო წაშალა. საუბარია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათზე, სადაც ის იესო ქრისტეს მსგავსად იყო წარმოდგენილი.

"საქმე წითელ ჯვარს ეხებოდა. ჩემ გარშემო სამედიცინო პერსონალი იყო, მე კი ექიმს ვგავდი - ცოტა სახალისო იყო, ექიმის როლს ვთამაშობდი და ადამიანებს ვეხმარებოდი“, - თქვა მან მედიასთან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტის წაშლა არ უკავშირდებოდა კონსერვატორი აქტივისტის, რაილი გეინსის კრიტიკას და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.