ავტორი:

სუპერ ტაიფუნი წყნარ ოკეანეში, რომელიც დასახლებულ კუნძულებს უახლოვდება - რომელი ტერიტორიებია საფრთხის ქვეშ და რას აცხადებენ მეტეოროლოგები

სუპერ ტაიფუნი წყნარ ოკეანეში, რომელიც დასახლებულ კუნძულებს უახლოვდება - რომელი ტერიტორიებია საფრთხის ქვეშ და რას აცხადებენ მეტეოროლოგები

სუპერტაიფუნი "სინლაკუ“ წყნარ ოკეანეში მდებარე აშშ-ის შორეულ კუნძულებს უახლოვდება, რაც რეგიონში ამინდის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს.

  • სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი პირველ რიგში კუნძულ გუამს მიაღწევს, სადაც რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზაა განლაგებული. შემდეგ კი ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს დაატყდება თავს. მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, წყალდიდობა და დამანგრეველი ქარი, რამაც შეიძლება ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვა გამოიწვიოს.

კუნძულებზე ამინდი უკვე გაუარესებულია - სამშაბათს დილით ძლიერი წვიმა და ქარი დაფიქსირდა. ბიზნესების უმეტესობა დახურულია, ხოლო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ მსგავს ტაიფუნებს ხშირად აწყდებიან. "ამ ადგილს ხშირად "ტაიფუნების ხეივანს" უწოდებენ“, — აღნიშნა მან.

კუნძულ გუამის მეტეოროლოგიური სამსახურის წამყვანმა მეტეოროლოგმა ჯოშუა შანკმა განაცხადა, რომ ტაიფუნი ძირითადად ტინიანისა და საიპანის გასწვრივ მოძრაობს. კუნძულებზე დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო