გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯეიკობ ელორდი ერთმანეთს ხვდებიან.
როგორც ტაბლოიდები წერენ, წყვილი შაბათ-კვირას "ქოაჩელას" მუსიკალურ ფესტივალზე მაშინ შენიშნეს, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ.

- ქენდალი და ელორდი ახალი ნაცნობები არ არიან - ისინი წლებია მეგობრობენ.
პირველად, 2022 წლის თებერვალში, პარიზში შენიშნეს. მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში, ორივე დაესწრო Bottega Veneta-ს გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებას, თუმცა ერთად არ ისხდნენ.

- ჯეიკობ ელორდი 2021 წლიდან ინფლუენსერ ოლივია ჯეიდთან არის დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში წყვილის ურთიერთობა საკმაოდ არასტაბილური იყო, საბოლოოდ კი ერთმანეთს დაშორდნენ.
ინსაიდერების ინფორმაციით, დაშორების შემდეგ მსახიობი მთლიანად კარიერაზე იყო ორიენტირებული და სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ გეგმავდა.

სხვადასხვა დროს ქენდალ ჯენერი არაერთ ცნობილ მამაკაცს ხვდებოდა - მათ შორის მუსიკოს Bad Bunny-ს და რამდენიმე პროფესიონალ კალათბურთელს, თუმცა ყველა ურთიერთობა დაშორებით დასრულდა.
წყარო