ავტორი:

ტრაგედია საერთო საცხოვრებელში: 21 წლის სტუდენტი ბაღში მოკლული იპოვეს - ვინ არის ეჭვმიტანილი და რა დეტალებს ასაჯაროებს ბრიტანეთის პოლიცია

ტრაგედია საერთო საცხოვრებელში: 21 წლის სტუდენტი ბაღში მოკლული იპოვეს - ვინ არის ეჭვმიტანილი და რა დეტალებს ასაჯაროებს ბრიტანეთის პოლიცია

ბრისტოლში, ფილტონის რაიონში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ბრიტანეთი შეძრა. 21 წლის სტუდენტი, ჯეიმი კოლინზი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის უკანა ბაღში მრავლობითი ჭრილობებით, გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს მისივე მეზობელი, 23 წლის ზაკ კოფლანი. ორივე ახალგაზრდა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ერთ სახლს იყოფდნენ.

რა მოხდა საერთო საცხოვრებელში?

პოლიციამ ჯეიმის ცხედარი ხუთშაბათს გამთენიისას აღმოაჩინა. მეზობლები და მეგობრები შოკირებულები არიან მომხდარით. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ზაკ კოფლანი კვირას დააკავეს, დღეს კი ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

საქმეზე მომუშავე დეტექტივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ამოცნობის პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ოჯახთან შეთანხმებით გარდაცვლილის ვინაობა უკვე გასაჯაროვდა.

„ჩვენი ფიქრები ჯეიმის ოჯახთანაა ამ უმძიმეს წუთებში. სპეციალურად გადამზადებული ოფიცრები მათ მხარდაჭერას უწევენ და რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,“ - განაცხადა მთავარმა დეტექტივმა ლუსი ეჯვორტმა.

პანიკა სტუდენტურ ქალაქში

ტრაგედიის შემდეგ პოლიციამ რაიონში პატრულირება გააძლიერა, რათა ადგილობრივებში უსაფრთხოების განცდა აღადგინოს. სამართალდამცავები მჭიდროდ თანამშრომლობენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, რადგან მომხდარმა სხვა სტუდენტებში დიდი მღელვარება გამოიწვია.

ამ დროისთვის კოფლანი პატიმრობაში რჩება. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რამაც ასეთი სისხლიანი დასასრული გამოიწვია.