ავტორი:

დიდი ქართული დაპირისპირების მეორე რაუნდი ჩემპიონთა ლიგაზე - "კვარას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობა სურს

დიდი ქართული დაპირისპირების მეორე რაუნდი ჩემპიონთა ლიგაზე  - "კვარას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობა სურს

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩების დროც მალე დადგა. ჩვენი მთავარი ინტერესი ამჯერად ინგლისისკენაა, სადაც "ლივერპული" პსჟ-ს უმასპინძლებს - დღეს, 23:00 საათზე. მოგეხსენებათ, პირველი დაპირისპირება პარიზელებმა (2:0) მოიგეს.

ლივერპულელებს საკუთარ მოედანზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებიათ, მაგრამ შეუძლია თუ არა დღევანდელი ფორმისა და შემადგენლობის გუნდს პსჟ-ს დამარცხება?

  • გასათვალისწინებელია, რომ ლუის ენრიკეს ბიჭები კონტრშეტევებზე შეუჩერებლები არიან და მოსაგებად "დაგეშილი" მასპინძლების დასჯა შეუძლიათ. "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი იმედი სწრაფი გოლი უნდა იყოს.

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ეცდება, გიორგი მამარდაშვილის კარი აიღოს. "კვარას" უკვე პრეტენზია აქვს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლოს, ამას თავადაც გრძნობს... წაიკითხეთ ვრცლად