სოფელ კოდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, პროკურატურამ გამოძიება მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
„სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.