ავტორი:

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა - გამოცხადდა კარანტინი: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა - გამოცხადდა კარანტინი: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინი გამოცხადდა.

სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, “ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.

“მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, “ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.