ავტორი:

“გაუპატიურებები, სროლები, მკვლელობები“ ლოს-ანჯელესის ქუჩებში -  პოლიცია მოსახლეობას “სისხლიანი ზაფხულის“ მოახლოების შესახებ აფრთხილებს

“გაუპატიურებები, სროლები, მკვლელობები“ ლოს-ანჯელესის ქუჩებში -  პოლიცია მოსახლეობას “სისხლიანი ზაფხულის“ მოახლოების შესახებ აფრთხილებს

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით ლოს - ანჯელესში გავრცელებული ე. წ. “street takeovers” (უკანონო საავტომობილო შეკრებები და შეჯიბრებები) სულ უფრო და უფრო ძალადობრივ ხასიათს ატარებს.

2026 წელს ლოს-ანჯელესის პოლიციამ უკვე 90-ზე მეტ ასეთ შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება, სულ მცირე 79 ადამიანი დააკავა და მფლობელებს 114 სარბოლო ავტომობილის ჩამოართვა. მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას, ლოს - ანჯელესის ოლქში მსგავს შეკრებებზე ატეხილი სროლების შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა.

სამართალდამცველების თქმით, თბილი ამინდის დადგომასთან ერთად მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

გასულ კვირას დილით ადრე, როუზმიდში გამართულ მასშტაბურ შეკრებაზე ოთხი ადამიანი დაიჭრა, საიდანაც ორი მოზარდია. 24 საათის შემდეგ, სხვა მსგავს შემთხვევაზე ატეხილი სროლის დროს კიდევ ერთი დაზარალებული მოხვდა საავადმყოფოში

“არის ძარცვების, გაუპატიურებების, სროლების, დაჭრების და მკვლელობების შემთხვევები, მათი რიცხვი უფრო იზრდება“, - აცხადებს ლოს-ანჯელესის პოლიციის ქუჩის რბოლების საწინააღმდეგო ჯგუფის ხელმძღვანელი სერჟანტმა ჯესი გარსია.

გარსიას თქმით, მსგავსი უკანონო შეკრებები ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება, მონაწილეთა ნაწილი ქუჩის ბანდების წევრია, ხოლო სხვები ავტომოყვარულთა კლუბებს მიეკუთვნებიან, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში გადავიდნენ.

“აქ ავტომობილების ქურდობის დაჯგუფებებს, ნარკოტიკებით, ადამიანებით და იარაღით მოვაჭრეებსაც შეხვდებით, ზოგ კლუბს იერარქიაც გააჩნია, როგორიც მოტოციკლისტების ბანდებს, წევრები გადასახადებს იხდიან და სხვადასხვა შტატში აქვთ განშტოებები", - აღნიშნავს სერჟანტი.

მისივე თქმით, ყოველ შაბათ-კვირას, ხულიგნების დიდი ჯგუფები ლოს-ანჯელესში რბოლებში მონაწილეობის მისაღებად კალიფორნიის სხვადასხვა კუთხიდან და სხვა შტატებიდანაც კი ჩამოდიან.

მოულოდნელობის ეფექტის შესანარჩუნებლად პოლიცია მსგავსი შეკრებების დაშლას შენიღბული საპატრულო მანქანების გამოყენებით ცდილობს, ეჭვმიტანილების გამოვლენისა და დევნის მიზნით გამოიყენება ვერტმფრენებიც.

წყარო