მედიაში შემზარავი კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ შევიდა შეიარაღებული ახალგაზრდა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში, ცეცხლი გახსნა და სულ მცირე 16 ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

19 წლის ყოფილმა სტუდენტმა, რომელიც თოფით იყო შეიარაღებული, სროლა შენობაში შესვლისთანავე დაიწყო.
მძიმე კადრებში ჩანს, როგორ მირბის თავდამსხმელი სკოლის კარისკენ, ხოლო შეშინებული მოსწავლეები საფრთხეს აცნობიერებენ და გაქცევას ცდილობენ. ახალგაზრდა ქვემოთ იყურება, შემდეგ იარაღს იღებს და ცეცხლს ხსნის.


მოსწავლეების ნაწილი სიცოცხლის გადასარჩენად საკლასო ოთახებში ჩაიკეტა, შეიარაღებული თავდამსხმელმა კი დერეფანში გადაადგილდება და სროლა განაგრძო.
ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, სასადილოს ერთი თანამშრომელი და ერთი პოლიციელია დაჭრილი. თავად 19 წლის თავდამსხმელმა, მას შემდეგ რაც პოლიციამ ის ალყაში მოაქცია, დანებებაზე უარი განაცხადა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


დაჭრილთაგან სულ მცირე 12 კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათ შორის არის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომლის ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა სკოლიდან ახალი გარიცხული ყოფილიყო.