ავტორი:

“ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა“ - დონალდ ტრამპი

“ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა“ - დონალდ ტრამპი

“ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ თითქმის დასრულებულია”, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს შეთანხმების დადება სურს.

“მათ ქვეყნის აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. ვნახოთ რა მოხდება. მათ შეთანხმების დადება ძალიან სურთ”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ის ჟურნალისტთან განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.

“უნდა დარჩე, რადგან მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც მოხდეს და სავარაუდოდ, იქ ჩავალთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პაკისტანის არმიის მეთაური, ასიმ მუნირი “შესანიშნავ სამუშაოს“ ასრულებს.

“ის შესანიშნავია. ამიტომ, სავარაუდოდ, იქ დავბრუნდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის, გასულ შაბათ-კვირას მოლაპარაკებები სწორედ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა.