ავტორი:

ემიგრანტმა საქართველოდან ფრანგულ "Voice“-ში ნამდვილი ფურორი მოახდინა: მომღერალს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა - ატირებული ლარა ფაბიანი და დუეტი მანგლისში დაბადებულ ბიჭთან

ემიგრანტმა საქართველოდან ფრანგულ "Voice“-ში ნამდვილი ფურორი მოახდინა: მომღერალს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა - ატირებული ლარა ფაბიანი და დუეტი მანგლისში დაბადებულ ბიჭთან

საფრანგეთის მეგა პოპულარულ მუსიკალურ პროექტში "The Voice“, 11 აპრილის ღამეს ნამდვილი სენსაცია მოხდა. სცენაზე გამოვიდა 38 წლის მამაკაცი, რომელმაც სერჟ ლამას საკულტო ჰიტით "Je suis malade“ არა მხოლოდ ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა, არამედ ლეგენდარული ლარა ფაბიანი აატირა და მასთან ერთად დუეტიც შეასრულა. თუმცა, ამ ბრწყინვალე არტისტის მიღმა იმალება დიდი ტკივილით, ემიგრაციითა და სამშობლოს მონატრებით სავსე ისტორია, რომელიც საქართველოს უკავშირდება.

საქართველოში მოგზაურობისას
• ომს გამოქცეული ბავშვობა და მუსიკით ნაპოვნი ხმა

ვლადიმირ კორნეევი საქართველოში, მანგლისში 1987 წელს ქართულ-რუსულ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს დაემთხვა. მამამ, რომელიც ავღანეთის ომში მძიმედ იყო დაჭრილი, ვეღარ შეძლო უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება და ოჯახი იძულებული გახდა, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში გაქცეულიყო. იმჟამად ვლადიმირი სულ 5 წლის იყო.

"იმ დროს ლაპარაკი არ შემეძლო, რადგან ენაბორძიკობა მქონდა. პიანინოზე დაკვრა და სიმღერა ყოველთვის მეხმარებოდა პატარა ბიჭობისას", - იხსენებს მომღერალი.

ვლადიმირის ოჯახმა გერმანიაში ცხოვრება ნულიდან დაიწყო. მათ თან მხოლოდ რამდენიმე ფოტო, ტანსაცმელი და ერთი ძველი კასეტა ჰქონდათ, რომელზეც ქართული სიმღერა "წეროები“ იყო ჩაწერილი. სწორედ ეს სიმღერა გახდა მისი პირველი მუსიკალური ნავსაყუდელი - "როცა მამა ამ სიმღერას უსმენდა, მხოლოდ მაშინ იყო მშვიდად..."

• დედა - "ლომი“ და მთავარი დასაყრდენი

ვლადიმირის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა დედამ - ირინამ. რუსული ლიტერატურის მასწავლებელმა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრებისას, შვილის გადასარჩენად, მდიდარი ოჯახების სახლებს ალაგებდა.

"დედაჩემი ჩემსა და სამყაროს შორის იდგა მანამ, ვიდრე საკმარისი ძალა არ ვიპოვე მისთან შესახვედრად. ის არის ჩემი პირველი, ყველაზე ერთგული და მგზნებარე მაყურებელი", - წერს ვლადიმირი დედისადმი მიძღვნილ ემოციურ პოსტში.

• გზა საქართველოდან პარიზამდე

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირი ბერლინში გაიზარდა და წარმატებული მსახიობიც გახდა (იგი მონაწილეობს ცნობილ ისეთ სერიალებში, როგორიცაა "Tatort“), საქართველო მისთვის ყოველთვის დარჩა "დაკარგულ სამოთხედ“. 2022 წელს საქართველოში ყოფნისას, ის ესტუმრა ყაზბეგს, საიდანაც აღტაცებული წერდა: "საქართველო, შენ მშვენიერი ხარ!“

მისი კონცერტები, როგორიცაა პროექტი "YOUKALI“, ხშირად ეთმობა ემიგრაციის თემას. მიუნხენსა თუ ლონდონში გამოსვლისას, ის ყოველთვის ასრულებს სიმღერას "საქართველო“, რადგან მიიჩნევს, რომ მუსიკა არის ერთადერთი ადგილი, სადაც მას შეუძლია თავი დაცულად და შინ იგრძნოს.

• შეხვედრა კუმირთან: "შენს გამო გავხდი მომღერალი, ლარა!“

ვლადიმირმა ფრანგული ენის შესწავლა მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო. მისი მთავარი ინსპირაცია ლარა ფაბიანი იყო. 20 წლის ასაკში, როცა მისი პედაგოგმა ლარას მიერ შესრულებული "Je suis malade“ აჩვენა, ვლადიმირი მიხვდა, რომ ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერ წარმოედგინა...

"The Voice“-ის სცენაზე ვლადიმირმა პირდაპირ მიმართა ფაბიანს: "შენს გამო გავხდი მომღერალი, ლარა!“

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by The Voice ⚡️🔴 (@thevoice_tf1)

ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ლარა სცენაზე ავიდა, მასთან ერთად იმღერა და საბოლოოდ, ვლადიმირი სწორედ მის გუნდში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

• "მუსიკალური სული, რომელიც კი არ მღერის, სიმღერას ჰყვება“ - ლარა ფაბიანი

ვლადიმირ კორნეევის გამოსვლას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ლარა ფაბიანის ნიდერლანდურმა ფან-გვერდმაც გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი. როგორც ირკვევა, ვლადიმირი ლარას გუნდის მე-13 წევრია.

მომღერლისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ვლადიმირმა სიმღერა სწორედ მისი ინსპირაციით დაიწყო. სცენაზე მათმა ერთობლივმა შესრულებამ აჩვენა, რომ ლარამ ქართველი შემსრულებელი არა უბრალოდ კონკურსანტად, არამედ თავის თანასწორ, "ყველაზე ლამაზ მუსიკალურ სულად“ აღიარა.

ლარა ფაბიანმა ხაზგასმით აღნიშნა,"ვლადიმირმა სიმღერა "Je suis malade“ კი არ დააკოპირა, არამედ საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა და თავისი სიმართლე მოიტანა. ის არ მღერის, ის ნამდვილ ამბავს ჰყვება, მას იშვიათი ემოციური გულწრფელობა აქვს,“ – ასე შეაფასა მწვრთნელმა მისი ვოკალი.

მან ასევე აღფრთოვანება გამოხატა ვლადიმირის პიანინოზე დაკვრის მანერითა და მუსიკალურობით.

• მომავლის გეგმები

ვლადიმირ კორნეევი არ ჩერდება. მაისში ბერლინში, "Tipi am Kanzleramt“-ის სცენაზე გეგმავს ახალ კონცერტს, რომელზეც პირველად მოუყვება მაყურებელს თავის სრულ ისტორიას: საქართველოდან გერმანიამდე - ომისშემდგომი დუმილიდან მუსიკით ნაპოვნ ხმამდე.

კადრი ფილმიდან

დღეს ვლადიმირი "ფრანგული ხმის" ფავორიტია, თუმცა მისი გული კვლავ ქართული მთებისა და იმ ემოციების ერთგული რჩება, რომელიც მას სამშობლომ გამოაყოლა. მან ამაზე მას მერეც ილაპარაკა, რაც ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა...