ავტორი:

“ნატო ჩვენს გვერდით არ იყო და არც მომავალში იქნება“ - დონალდ ტრამპი

“ნატო ჩვენს გვერდით არ იყო და არც მომავალში იქნება“ - დონალდ ტრამპი

“ნატო ჩვენს გვერდით არც მომავალში იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

“ნატო ჩვენს გვერდით არ იყო და ჩვენს გვერდით არც მომავალში იქნება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

  • ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპი ლეო XIV ირანთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“პაპ ლეოს ვინმემ უთხრას, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო, სრულიად შეუიარაღებელი დემონსტრანტი მოკლა და ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია“.

“არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.