ავტორი:

ავსტრალიელ მილიარდერს სასამართლომ საკუთარი ქონების ნაწილის დათმობა დაავალდებულა - 13 წლიანი დავის დეტალები

ავსტრალიელ მილიარდერს სასამართლომ საკუთარი ქონების ნაწილის დათმობა დაავალდებულა - 13 წლიანი დავის დეტალები

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანს, ჯინა რაინჰარტს, საკუთარი ქონების ნაწილის დათმობა მოუწევს. საქმე ეხება ხანგრძლივ და გახმაურებულ დავას მისი სამთო ბიზნესის ირგვლივ.

რაინჰარტმა ბიზნესი 1992 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. ამჟამინდელი დავა რაინჰარტის შვილებსა და მისი მამის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, პიტერ რაიტის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამთო მოპოვებიდან მიღებული შემოსავლებისა და ჰონორარების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნოდათ.

  • სასამართლომ დაადგინა, რომ რაინჰარტმა კონკურენტებს ჰონორარი უნდა გადაუხადოს.

აღნიშნული საქმე სასამართლოში 13 წლის განმავლობაში განიხილებოდა. 2023 წელს ჩატარებული 51-დღიანი სასამართლო პროცესის დროს, რაიტის შვილები ამტკიცებდნენ, რომ რაინჰარტმა წარსულში გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.

სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ბიზნესზე, ისე ავსტრალიის სამთო ინდუსტრიაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

სასამართლო დავაში ასევე მონაწილეობდნენ ჯინა რაინჰარტის შვილები: ბიანკა რაინჰარტი და ჯონ ჰენკოკი. ისინი აცხადებდნენ, რომ დედამ განზრახ შეუზღუდა წვდომა ქონებაზე.

ჯინა რაინჰარტი ავსტრალიაში ცნობილია არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე, არამედ როგორც გავლენიანი დონორი სხვადასხვა სფეროში. იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამფინანსებელია სპორტის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და კონსერვატიული პოლიტიკური პარტიებისთვის. რაინჰარტი წლების განმავლობაში აქტიურად აფინანსებს სპორტულ პროგრამებს, მათ შორის ოლიმპიურ გუნდებს.

მისი ქონება 38 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს.

წყარო