კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, განათლების სამინისტროს მიერ დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"1.800.000 ასეთი სკოლის ფორმის შესყიდვა გამოაცხადეს "ქოცებმა" და ბიუჯეტს ალბათ ნახევარი მილიარდი სრულიად უსარგებლო ხარჯი “შეტენეს” იმისთვის, რაც საჭიროა თუ არა, არც კი გამოუკვლევიათ. უბრალოდ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ასე კარგია და სწორი, სოციალური თანაბრობაა, ლამაზია, ხალხის გულს მოვიგებთ თუ არავინ არ იცის კიდევ რა არგუმენტით. ასე ჩათვალა თავის ტრავმულ გამოცდილებაზე ან საბჭოთა მეხსიერებაზე დაყრდნობით, თორემ კი არ დაუდგენია შესწავლით და ანალიზით.
თუ გადასაყრელი ფული ქონდათ (და დიახ, ეს საბიუჯეტო ფულის გადაყრაა), დენის გაძვირება, საწვავის და ბევრი სხვა რამის როგორ შეეჩერებინათ, ის ეფიქრათ.მაგრამ საქმე კიდევ იმაშია (რაც მთავარია), რომ ამ შესყიდვაზე სულ მცირე 50 მილიონს მაინც ისე მოიპარავენ და ჩაიდებენ ჯიბეში, როგორც დაგიბარებია".
შეგახსენებთ, 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
იხილეთ ასევე: