ავტორი:

რუსეთში ძალაში შედის კანონი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული მოქალაქეების “დასაცავად“ ჯარების განლაგების უფლებას იძლევა

რუსეთში ძალაში შედის კანონი,  რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული მოქალაქეების “დასაცავად“ ჯარების განლაგების უფლებას იძლევა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო შესწორება “თავდაცვის შესახებ“ კანონში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას ანიჭებს. ცვლილების მიხედვით, ვლადიმერ პუტინი შეძლებს სხვა ქვეყნებში ჯარები განალაგოს საერთაშორისო და შიდა სასამართლოების მიერ, საზღვარგარეთ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების “დასაცავად“.

ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასებები ექსპერტების მხრიდან. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულწილად ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონს, რომელიც არაფორმალურად “ჰააგის შეჭრის აქტის“ სახელით არის ცნობილი და მიზნად ისახავს ამერიკელი სამხედროების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებისგან. ეს კანონი აშშ-ში 2002 წელს მიიღეს, ერაყში სამხედრო ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე.

მიუხედავად მკაცრი ფორმულირებისა, აშშ-ს ეს კანონი პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებია.

რუსეთში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა სწრაფად და თითქმის დებატების გარეშე განიხილეს. სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა ცივილევამ განაცხადა, რომ კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით შემუშავდა და მისი მთავარი მიზანი რუსეთის მოქალაქეების დაცვაა საზღვარგარეთ სისხლის სამართლებრივი ან სხვა სახის დევნისგან.

  • დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი, ხოლო მისი განხილვა ხუთ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ კანონის ფორმულირების ბუნდოვანებაზე. კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, გლებ ბოგუშის შეფასებით, დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები “უკიდურესად გაურკვეველი და განუსაზღვრელია“, რაც ზრდის მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის რისკს.

წყარო