ავტორი:

ბოლო დროის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის ირანში პირველად დასჯიან სიკვდილით ქალს - სიკვდილი მიუსაჯეს მის მეუღლესაც: რას წერს მედია?

ბოლო დროის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის ირანში პირველად დასჯიან  სიკვდილით ქალს - სიკვდილი მიუსაჯეს მის მეუღლესაც: რას წერს მედია?

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ქალი მომიტინგე, ბიტა ჰემათი. როგორც მედია წერს, ის არის პირველი ქალი, რომელსაც ბოლო პერიოდის დემონსტრაციების გამო დასჯიან სიკვდილით.

  • ირანის რეჟიმმა 1600 ადამიანზე მეტს მიუსაჯა სიკვდილი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო.

ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) განცხადებით, ირანის ხელისუფლება ბიტა ჰემათს მრავალ დანაშაულში დებს ბრალს, მათ შორის არის ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და იარაღის გამოყენება, სხვადასხვა საგნების, მაგალითად, ბეტონის ბლოკების სროლა, საპროტესტო შეკრებებში მონაწილეობის მიღება და ეროვნული უსაფრთხოების დარღვევა.

  • სიკვდილი მიუსაჯეს ასევე ქალის მეუღლეს, 34 წლის მოჰამადრეზა მაჯიდ ასლის და კიდევ ორ მამაკაცს - ბეჰრუზი და კუროშ ზამანინეჟადის, ხოლო მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.

ჰემათის კიდევ ერთ ნათესავს ამირ ჰემათის “ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებისა და შეთქმულების ორგანიზების და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის “Human Rights Activists News Agency“-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ მათ ასევე ბრალად დასდო “შეერთებული შტატების მტრულ ხელისუფლებასთან ოპერატიულ მოქმედებებსა და მტრულ ჯგუფებთან თანამშრომლობაში.”

სასჯელის აღსრულების თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

წყარო