აშშ-მა და ირანმა შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობის საფუძველზე ისაუბრა, ჯერ არ არსებობს გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება და აღნიშნულს აშშ ჯერ არ დათანხმებია.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, საბრძოლო ქმედებებისადმი დაბრუნება არც ირანს და არც აშშ-ის არ სურს.