დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ირანში ომის დაწყების შემდეგ ხშირად აკრიტიკებს, კერძოდ იმის გამო, რომ სტარმერმა ომის დასაწყისში აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის დიეგო გარსიას ავიაბაზის გამოყენების უფლება არ მისცა.
"სტარმერი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა ადრე უფრო უკეთესი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა 27-30 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე დონალდ ტრამპს შეხვდება.