ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ინფორმაცია მძღოლებისთვის - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს "თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

"უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.