პრემიუმ კლასის რობოტი-მტვერსასრუტების გაყიდვების მსოფლიო ლიდერმა, Dreame-მა წარადგინა ახალი, ყველაზე მძლავრი და თხელი რობოტი მტვერსასრუტი - X60 Ultra Complete, რომელიც უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი.
მტვერსასრუტი აღჭურვილია განახლებული პროგრამული გადაწყვეტებით, რითაც ის უკონკურენტოა ნავიგაციასა და დაბრკოლებების არიდებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში Dreame-მა პრემიუმ კლასის რობოტი მტვერსასრუტების საცალო გაყიდვების მოცულობით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, რასაც საერთაშორისო კვლევითი კომპანიის, Euromonitor International-ის 2025 წლის მონაცემები მოწმობს.
Dreame-ის განვითარების საკვანძო ფაქტორად კვლავ რჩება ინვესტიციები კვლევებსა და დამუშავებაში (R&D). ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, თანმიმდევრულად დანერგოს საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები ახალ პროდუქტებში, მათ შორის ფლაგმანურ X60 Ultra Complete-ში.X60 Ultra Complete-ის ნავიგაციის სისტემა აერთიანებს ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ახალი თაობის ინტელექტუალური ნავიგაცია და დაბრკოლებების არიდების უნარი. მტვერსასრუტი აღჭურვილია მოძრავი ნაწილებით, რისი მეშვეობითაც იდეალურად ქმნის სივრცის რუკას.
ახალი მტვერსასრუტი კიდევ უფრო უკეთ ასუფთავებს რთულად მისადგომ ზონებს, ორი AI კამერისა და ჩაშენებული განათების დახმარებით. სივრცის ვიზუალურ ამოცნობას უზრუნველყოფს AI OmniSight™ სისტემა ორი 120°-იანი ფართოკუთხოვანი კამერით, რომლებიც ქმნიან ობიექტების 3D რუკას და იძლევიან 280-ზე მეტი ტიპის დაბრკოლების (10 მმ სიმაღლიდან) ამოცნობის საშუალებას, მათ შორის სადენების, ფურცლებისა, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა.

მაღალტექნოლოგიური X60 Ultra Complete აღჭურვილია მარშრუტის რეალურ დროში დაგეგმვის ალგორითმითაც, რომელიც გარემოს ცვლილებაზე 01, წამში რეაგირებს. სისტემას აქვს დაბინძურების სწრაფად აღმოჩენის ტექნოლოგიაც - ინფრაწითელი განათება.
რობოტი მტვერსასრუტი იდეალური სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, თუ სახლში ოთხფეხა მეგობრები გყავთ. მოწყობილობაში გათვალისწინებულია Pet Care სისტემა. რობოტი იმახსოვრებს და ამოიცნობს ცხოველებისთვის განკუთვნილ კუთხეებსა და აქსესუარებს (ჯამები, საკვები, კონტეინერები და სხვა) და საშუალებას გაძლევთ, აპლიკაციის მეშვეობით დააყენოთ დასუფთავების სპეციალური სცენარი.

მუშაობის პროცესში მოწყობილობა ფრთხილად აუვლის გვერდს ცხოველებს და შემდეგ ბრუნდება უკან აღნიშნულ ადგილებში ზედაპირის დასასუფთავებლად.

ულტრათხელი კორპუსი (7,95 სმ) და მოძრავი ლიდარი (LiDAR) რობოტს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მოთავსდეს დივნების, საწოლებისა და სხვა დაბალი ავეჯის ქვეშ. მოდელი ასევე აღჭურვილია კუთხეებისა და ვიწრო ზონების საფუძვლიანი წმენდის ფუნქციით. გვერდითი ჯაგრისი აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, ხოლო მოძრავი საწმენდები (მოპები) მჭიდროდ მიჰყვება კიდეებს. საწმენდის ზომა საჭიროების შემთხვევაში იზრდება 40 მმ-მდე და შემოუაროს მაგიდისა თუ სკამის ფეხებს. ზღურბლებისა და სიმაღლეებს შორის სხვაობის გადასალახად გამოიყენება ProLeap™ სისტემა AgiLift™-ის სავალ ნაწილთან ერთად. მტვერსასრუტს შეუძლია გადალახოს 4,5 სმ-მდე სიმაღლის ერთდონიანი და 8,8 სმ-მდე ორდონიანი დაბრკოლებები.
X60 Ultra Complete-ს აქვს ყველაზე მაღალი შეწოვის სიმძლავრე Dreame-ის რობოტ მტვერსასრუტებს შორის. Vormax™ სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურ 35,000 Pa სიმძლავრეს. ხალიჩაზე ასვლისას საწმენდები 10,5 მმ-ით მაღლა იწევს, გვერდითი ჯაგრისი კი - 10 მმ-ით, რის შემდეგაც მოწყობილობა გადადის ინტენსიური წმენდის რეჟიმში.HyperStream™ 2.0 ორმაგი ჯაგრისის ტექნოლოგია (1600 ბრ/წთ სიჩქარით) ეფექტურად იღებს ღრმად ჩამჯდარ მტვერს ხალიჩის ბოჭკოებიდან. Dreame-ის ტესტების მიხედვით, ხალიჩების წმენდის ეფექტურობა 41%-ით აღემატება ანალოგიური კატეგორიის სხვა მოწყობილობებს.განახლებული სველი წმენდა და PowerDock™ სადგურიდაფუძნებულია DreameGlide™ სისტემაზე. Dual Omni-Scrub ტექნოლოგიის წყალობით, ორი მბრუნავი საწმენდი 15N დაწოლით და 230 ბრ/წთ სიჩქარით აშორებს ყველაზე რთულ ლაქებსაც კი.
დასუფთავების შემდეგ რობოტი ბრუნდება PowerDock™ სადგურზე, რომელიც ავტომატურად ცლის მტვრის კონტეინერს, რეცხავს საწმენდებს და აშრობს მათ ცხელი ჰაერით, ამატებს წყალსა და სარეცხ საშუალებას. ამასთან, ThermoHub™ სისტემის მეშვეობით აცხელებს სარეცხ ზონას 100 °C-მდე ცხიმისა და ბაქტერიების მოსაშორებლად.

Dreame Technology 2017 წელს დაარსდა და სპეციალიზებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომელიც გააუმჯობესებს მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ახალი, მაღალტექნოლოგიური რობოტი მტვერსასრუტი X60 Ultra Complete საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ბრენდის ოფიციალურ პარტნიორებთან: „ელიტი“, „შაომი საქართველო“, „ალტა“, „მისთორი“, „კონტაქტ ჰოუმი“, „მეტრომარტი“, „გრანდ ელექტრონიქსის მაღაზიებში“ ან ონლაინ: https://ge.dreametech.com/?s=X60&post_type=product
რობოტი მტვერსასრუტის - X60 Ultra Complete მოდელის შეძენის შემთხვევაში, დასაჩუქრდებით თმის ფენით - Dreame Pocket!

R