კეტი პერის მსახიობი რუბი როუზი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - სკანდალური საქმის დეტალები
ავსტრალიის პოლიციამ ამერიკელი მომღერლის, კეტი პერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - პოპ-ვარსკვლავს მსახიობი რუბი როუზი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საქმე 2010 წელს მელბურნში მომხდარ შემთხვევას ეხება.
"ვინაიდან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება შეუფერებელი იქნება“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Herald Sun-ს.
რუბი როუზი, რომელიც ცნობილია როლებით ტელესერიალებიდან - "Orange Is the New Black“ და "Batwoman“, აცხადებს, რომ პერიმ მასზე 2010 წელს, ღამის კლუბ Spice Market-ში იძალადა.
როგორც როუზი აღნიშნავს, მომხდარზე დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა, თუმცა ახლა, მსახიობი გრძნობს, რომ დროა, ამაზე ხმამაღლა ისაუბროს და სამართალი მოითხოვოს.
"სოციალური მედიისა და საზოგადოების მიერ სექსუალური ძალადობისადმი დამოკიდებულების ცვლილებამ ამ თემაზე ლაპარაკის გამბედაობა მომცა“, – აღნიშნა როუზმა.
პერიმ ბრალდებები თავისი წარმომადგენლის მეშვეობით უარყო და მათ "კატეგორიულად მცდარი“ და "სახიფათო" უწოდა.
"ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, კეტი პერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე სამართლებრივად გამოიძიონ.
რუბი როუზმა ეს ბრალდება პირველად ამ კვირის დასაწყისში გააჟღერა.
კეტი პერი ამჟამად კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდება
CNN კომენტარისთვის კეტი პერის ამჟამინდელი რომანტიკული პარტნიორის, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია.