ეკვადორში, ელ-ოროს პროვინციაში, სამოყვარულო ფეხბურთის მატჩის დროს, 48 წლის მსაჯი, ხავიერ ორტეგა მოკლეს.

"ეს იყო ცივსისხლიანი დანაშაული, ჩადენილი საზოგადოებისა და სპორტისთვის განკუთვნილ სივრცეში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს შიშს და შეშფოთებას ადგილობრივ საზოგადოებაში", - ამბობენ ადგილობრივები.

ეს ეკვადორში პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. გასული წლის დეკემბერში, ეკვადორის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, მარიო პინედას მაშინ ესროლეს, როცა ის მაღაზიიდან გამოდიოდა. თავდასხმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა.
2025 წლის სექტემბერში თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ "ექსპაპრომო კოსას“ ფეხბურთელები მაიკოლ ვალენსია და ლეანდრო იეპესი.