ავტორი:

ვაითბითმა ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა

ვაითბითმა ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა

ვაითბითმა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა.ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე კრიპტო დერივატივების ოფიციალურ ინტეგრაციას ნიშნავს.

როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟა, ვაითბითი საქართველოს ბაზარზე(რეგისტრირებული ვირტუალური სერვისების მომსახურების პროვაიდერი სუბიექტის - შპს “ვაითბითჯორჯიას” მეშვეობით) უკვე ოპერირებს გლობალური სტანდარტებით და მომხმარებლებს სთავაზობსუსაფრთხო, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ციფრული აქტივების ეკოსისტემას.მომხმარებელთა აქტივების 96% ინახება cold storage-ში, ხოლო სისტემები დაცულია მრავალშრიანიუსაფრთხოების მექანიზმებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ნდობის მაღალ დონეს გლობალურ ბაზრებზე.

ბროკერის ლიცენზიის ფარგლებში, ვაითბითი, შპს “ვაითბით ბროკერის” სახით, იწყებს სრულადრეგულირებული პლატფორმის განვითარებას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ვირტუალურიაქტივების ფასზე მიბმული უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის მომსახურებას მაღალი გამჭვირვალობითა დადაცულობით.

ვაითბითი ავითარებს პლატფორმას და ნერგავს ვირტუალური აქტივების ფასზე მიბმულ უვადო ფიუჩერსებისინოვაციურ მომსახურებას ქართულ ბაზარზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ტრეიდერებს აძლევსშესაძლებლობას ივაჭრონ ფასის მოძრაობაზე ბაზისური აქტივის ფლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნადზრდის ბაზრის ლიკვიდობასა და ეფექტიანობას.ეს ახალი ეტაპი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Clarsen-თან თანამშრომლობით იქნა მიღწეული,წარმოადგენს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ფინანსურიდა კრიპტო ეკოსისტემის განვითარებისთვის.

ვაითბითის ეს მიღწევა მნიშვნელოვნად ზრდის რეგულირებული კრიპტო პროდუქტების ხელმისაწვდომობასსაქართველოში და აძლიერებს ქვეყნის პოზიციას, როგორც ინოვაციური და ფინანსურად განვითარებულიჰაბის რეგიონში.

R