წლებია საქართველოში აქტიურად აღვნიშნავთ წიგნის ჩუქების თვეს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის უკვე განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ეს იდეა გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. ის გვიამბობს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება, კითხვის პოპულარიზაციის მიზნით კი გაჩნდა იდეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთდღიანი კამპანია, ერთთვიანად შეცვლილიყო.
კამპანიაში ყოველწლიურად ერთვებიან გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, სხვადასხვა პროფილის კომპანიები, რომლებიც წიგნის ჩუქების თვის აღსანიშნავად გეგმავენ სოციალურ კამპანიებს, ჩუქნიან წიგნებს თავიანთ თანამშრომლებს, ამდიდრებენ სკოლების ბიბლიოთეკებს და ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ წიგნის ჩუქებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მისთვის:
„წიგნის ჩუქება ჩემი მოკრძალებული აზრით, გულისხმობს ადამიანისთვის ფიქრის, განცდისა და ცოდნის ერთობლივად ჩუქებას, რაც ალბათ განუსაზღვრელად დიდი, აუწონავი და შეუფასებელი საჩუქარია, შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ეს თვე, რომელიც თავის დროზე მხოლოდ დღეს გულისხმობდა, ნელ-ნელა იკრებს ძალას და ადამიანები ეჩვევიან ამ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას. მგონია, რომ ეს პროცესი წელსაც ძალიან დიდი აქტიურობით ჩაივლის და ამავდროულად, ბუნებრივია, გაცილებით უფრო გადამდები იქნება და გარკვეულწილად შექმნის მყარ საფუძველს, რომ ადამიანებს მკაფიოდ ახსოვდეთ აპრილი, როგორც წიგნის ჩუქების აუცილებელი თვე“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
„აჩუქე წიგნის“ კამპანიაში ყოველწლიურად ტრადიციულად ერთვებიან საზოგადოების ცნობილი სახეებიც, რომლებიც მოტივაციას უღვივებენ სხვა ადამიანებს, თავადაც შეიტანონ წვლილი წიგნიერების გავრცელებაში.
„ბიბლუსი“ წელს კამპანიის ფარგლებში პერიოდულად გთავაზობთ აქციებსა და სოციალურ კამპანიებს, რომლებიც მკითხველს კიდევ უფრო გაუმარტივებს საყვარელი ადამიანებისთვის ამ ძვირფასი საჩუქრის გაკეთებას. თვალი ადევნეთ მის „ფეისბუქის“ გვერდს და არ გამოგრჩეთ შეთავაზებები, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში გელოდებათ.
#აჩუქეწიგნი
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F4494067847500645%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
R