ავტორი:

წალკაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, აიცრა 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი, 75 კატა და ა.შ. - რა ვითარებაა ადგილზე ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ

წალკაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, აიცრა 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი, 75 კატა და ა.შ. - რა ვითარებაა ადგილზე ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის ინფორმაციით, წალკაში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა და 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი აიცრა, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი.

როგორც “ინტერპრესნიუსთან“ ილია საბაძემ აღნიშნა, საპრევენციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

“ცოფი 6 აპრილს დადასტურდა. მელადან გადავიდა ძაღლებზე. ამის შემდეგ, ჩვენს მიერ ინფორმირებული იყო ქალაქის მოსახლეობა და 8 აპრილს გამოცხადდა 1-თვიანი კარანტინი, 8 მაისამდე.

ადგილზე უკვე ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები. აიცრა 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი, 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი. მიმდინარეობს პროცედურები კვლავ, თუ რაიმე პროცედურაა საჭირო ჩატარდება, საპრევენციო სამუშაოები გრძელდება.

წელს ცოფის 1 შემთხვევა გვაქვს. რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა გვქონდა, მელასგან იყო გადასული ძაღლზე და მსგავსი პრევენციები ჩატარდა“,- აღნიშნავს ილია საბაძე.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა. შედეგად წალკის მუნიციპალიტეტში, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და საკარანტინო ღონისძიებები დაიწყო.