ავტორი:

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა - რა არის ამის მიზეზი?

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა - რა არის ამის მიზეზი?

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი.

აღნიშნული დოკუმენტით ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში და ქვეყნის საფრენოსნო არეალი დაკორექტირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი შემდეგია - "ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის“.

ამასთანავე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალულია 24/7-ზე, თუმცა მხოლოდ გამონაკლის უწყებებს აქვს მისი დარღვევის უფლება. გააგრძელეთ კითხვა

არაოფიციალური ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აბასთუმნის მიმართ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირდებოდეს.

"რადიო თავისუფლებას" წყაროები სახელმწიფო უწყებიდან და საავიაციო ინდუსტრიიდან ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცაზე ახალი შეზღუდვები ასტროკლიმატზე მეტად აბასთუმნის კლიმატით ივანიშვილის დაინტერესებას უკავშირდება. ეს დაინტერესება ბიზნესკლიმატსაც ცვლის", - წერს გამოცემა.