ავტორი:

“საქართველოსა და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია“ - შალვა პაპუაშვილი

“საქართველოსა და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს გარე ჩარევის საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე.

  • მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე და არსებულ სამწუხარო მოცემულობაზე.

“დღეს იქნება ასამბლეის ძირითადი დღე, როცა გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში გავმართოთ შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგება ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. იქნება შესაძლებლობა, ასამბლეას სიტყვით მივმართო. კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.