ავტორი:

5 ახალი თარგმანი "პალიტრა L"-სგან, რომელთაც თბილისის წიგნის ბაზრობაზე 50 ლარად შეიძენთ

5 ახალი თარგმანი "პალიტრა L"-სგან, რომელთაც თბილისის წიგნის ბაზრობაზე 50 ლარად შეიძენთ

23-26 აპრილს „ექსპო ჯორჯია“ წიგნის მოყვარულების საყვარელ სივრცედ გადაიქცევა. თბილისის წიგნის ბაზრობა ყოველ აპრილს ტრადიციულად იმართება და გამომცემლობა „პალიტრა L”-იც განსაკუთრებულად ემზადება.

ტრადიციული აქტივობების, ავტორებთან შეხვედრებისა და განახლებული სერიების გარდა, გამომცემლობის სტენდთან უამრავი ლიტერატურული სიახლე დაგხვდებათ.

თუ გსურთ, რომ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა სულ ახალი, მსოფლიო ბესტსელერებითა და საინტერესო თარგმანებით განაახლოთ, ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ „პალიტრა L”-ის სტენდს.

5 ახალი თარგმანი, რომელთაც განსაკუთრებულ ფასად, ჯამში 50 ლარად შეიძენთ:

1. აგათა კრისტი - „შემოდგომის სიცივეები“

შემოდგომის სიცივეები - ეს წიგნი დეტექტივის დედოფლის მოყვარულებისთვის ნამდვილი საჩუქარია. დეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა. მისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არც ერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, გონიერ მის მარპლს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს. ეს არის კრებული, რომელიც ცივი სეზონის ატმოსფეროს იდეალურად ეხამება. იდუმალი მკვლელობები, ინტელექტუალური გამოცანები და აგათა კრისტისეული ოსტატობა თქვენს საღამოებს დაუვიწყარს გახდის.

სპეციალური ფასი თბილისის წიგნის ბაზრობაზე: 12 ლარი

2. ურსულა კ. ლე გუინი - „ლავინია“

ისტორიული და მითოლოგიური ჟანრის თაყვანისმცემლებისთვის ეს წიგნი აღმოჩენა იქნება. ავტორი ოსტატურად აცოცხლებს პერსონაჟს, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩრდილში იმყოფებოდა და მკითხველს სულ სხვა რაკურსით დაანახებს ნაცნობ ამბებს. ლათინთა მეფის, ლათინუსის, ერთადერთმა ასულმა, ლავინია იცის, რომ მისი ბედი წინასწარმეტყველებებითაა განსაზღვრული: ის უცხოტომელს უნდა მისთხოვდეს, რის გამოც მისი სამშობლო სისხლიან ომში ჩაერთვება. როდესაც ტროელი გმირი, ენეასი, იტალიის ნაპირს მიადგება ქალაქის დასაარსებლად, ადგილობრივების მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა მთავარი ქალაქის, ლავრენტუმის, სამეფო ოჯახში ენეასს მშვენიერი გულშემატკივარიც გამოუჩნდება. ლავინია - ვერგილიუსის ლეგენდარული ნაწარმოების უმნიშვნელო გმირი, რომელიც დუმილისთვის იყო განწირული - ხმას იმაღლებს ამერიკელი მწერლის წყალობით და თავად მოგვითხრობს სიყვარულისა და ომის, არჩევანის სიმძიმისა და ბედისწერის დაუვიწყარ ამბავს.

სპეციალური ფასი თბილისის წიგნის ბაზრობაზე: 12 ლარი

3. ფრიდა მაკფადენი - „მოახლის საიდუმლო“

თუ ადრენალინი და მოულოდნელი დასასრულები გიყვართ, „TOP თრილერის“ სერიის ეს გამოცემა აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ. წიგნი, რომელმაც მსოფლიო მკითხველი აალაპარაკა და რომელზეც ფილმი გადაიღეს, ახლა უკვე ქართულადაა ხელმისაწვდომი. მოემზადეთ, რადგან სიმართლე იმაზე უფრო შოკისმომგვრელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

სპეციალური ფასი თბილისის წიგნის ბაზრობაზე: 10 ლარი

4. ფრედრიკ ბეგბედერი - „მარტოკაცი“ (წლის ბესტსელერი)

ბეგბედერი ყოველთვის ახერხებს ადამიანის სულის ყველაზე ნაზ სიმებზე შეხებას. მისი ახალი წიგნი კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ მარტოობაზე, ადამიანურ კავშირებსა და იმ წვრილმანებზე, რაც ცხოვრებას აზრს სძენს. ეს არის ლიტერატურა, რომელიც გულში დიდხანს რჩება. ამ რომანს თამამად შეიძლება ეწოდოს „მამაჩემის წიგნი“. ფრედერიკ ბეგბედერი მამის, ჟან-მიშელ ბეგბედერის (1938-2023), „საძებნელად“ მიდის, ცდილობს „ამოხსნას“ ეს მარტოსული და გულჩახვეული კაცი, რომელიც კათოლიკურმა სამხედრო სკოლა-ინტერნატმა, მერე კი „ჯვრისკრიალოსნიან კაპოებსა“ და ძმებ მარიანისტებთან გატარებულმა წლებმა სამუდამოდ გამოაწრთო. „მარტოკაცი“ ელეგიაა აწ უკვე გარდაცვლილ მამაზე, ჰედონისტთა თაობის პორტრეტი. ჟან-მიშელ ბეგბედერი ერთდროულად პესიმისტი ფილოსოფოსი და მაღალი საზოგადოების ფლეიბოი იყო, რომელიც ენთუზიაზმით იღებდა XX საუკუნეს, მის სიამეებსა და ნაკლოვანებებს, გლობალიზაციას. შვილი სიყვარულით წერს მამაზე, რომელიც მრავალი წლის შემდეგ „იპოვა“ და გაიცნო.

სპეციალური ფასი თბილისის წიგნის ბაზრობაზე: 10 ლარი

5. „სტიჩის დღე სკოლაში“

არც პატარა მკითხველები დაგვვიწყებია. დისნეის საყვარელი პერსონაჟის, სტიჩის მხიარული თავგადასავალი სკოლაში საუკეთესო არჩევანია ბავშვების წიგნით დასაინტერესებლად. ფერადი ილუსტრაციები და სახალისო ისტორია პატარებს ძალიან მოეწონებათ. ლილოს სკოლაში შინაური ცხოველების დღე აქვთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლემ კლასში თავისი ცხოველი უნდა მიიყვანოს. ლილომ სტიჩი წაიყვანა. სტიჩის ერთი დღე სკოლაში პატარ-პატარა სირთულეებით, მოულოდნელობებითა და საინტერესო თავგადასავლებით დახუნძლული აღმოჩნდა. სკოლის ყოველდღიური ამბების ფონზე სტიჩი სწავლობს მეგობრობის, პასუხისმგებლობისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობას.

სპეციალური ფასი თბილისის წიგნის ბაზრობაზე: 7 ლარი

ჩაინიშნეთ 23-26 აპრილი, ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ და განაახლეთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით.

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026-ის სრული კატალოგი იხილეთ ბმულზე.

R