პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ის უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ კიევმა გაწევრიანების პროცესი სრულად უნდა გაიაროს.
სიკორსკის დაუსვეს შეკითხვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია “ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის პოზიციის შესახებ რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
“ის აცხადებს იმას, რაც ჩვენი პოზიციაცაა. ევროკომისიაში დაჩქარებული გაწევრიანების იდეა გაჩნდა. ეს არ მოხდება. მიგვაჩნია, რომ უკრაინამ ყველა პირობა უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკებების რთული სფეროები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.