ავტორი:

მარნეულის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს საკანცელარიო დანით ჭრილობა მიაყენა - "ურთიერთშელაპარაკება ყოფილა... ფეხში აქვს ჭრილობა"

მარნეულის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს საკანცელარიო დანით ჭრილობა მიაყენა - "ურთიერთშელაპარაკება ყოფილა... ფეხში აქვს ჭრილობა"

მარნეულის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა შემთხვევით, საკანცელარიო დანით სხვა მოსწავლე დააზიანა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.

დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

თუმცა დირექტორის ინფორმაციით, ინციდენტი არა თამაშის, არამედ მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს მოხდა.

"მე-10 კლასის მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას მომხდარა პატარა (ინციდენტი)... ფეხის არეში რკინით დაარტყა ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორეს და პატარა ჭრილობა არის ფეხის არეში. ამასთან დაკავშირებით პოლიციაც საქმის კურსში არის და მანდატურის სამსახურიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ადგილზე ნახეს" - ამბობს რეგიონNews-თან საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის დირექტორი, ხანალ გახრამანოვი

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.