ავტორი:

დადგინდა, სად ცხოვრობდა შექსპირი - L ფორმის შენობა ლონდონში, რომელიც მონასტრისგან გადააკეთეს: რაზე მიუთითებს ახალი აღმოჩენა

დადგინდა, სად ცხოვრობდა შექსპირი - L ფორმის შენობა ლონდონში, რომელიც მონასტრისგან გადააკეთეს: რაზე მიუთითებს ახალი აღმოჩენა

ლონდონში საბოლოოდ დადგინდა უილიამ შექსპირის დიდი ხნის წინ დაკარგული სახლის ზუსტი მდებარეობა, ეს ფაქტი ახალ შუქს ჰფენს ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგის ცხოვრების ბოლო წლებს.

  • წლების განმავლობაში ისტორიკოსები თავს იმტვრევდნენ იმის გასარკვევად, თუ სად ცხოვრობდა პოეტი ბრიტანეთის დედაქალაქში ყოფნის დროს, ბევრი ამტკიცებდა რომ შექსპირი ცხოვრების ბოლოს თავის მშობლიურ ქალაქს , Stratford-upon-Avon- ს დაუბრუნდა, რომელიც ინგლისის უორვიქშირში მდებარეობს.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ პოეტი Blackfriars-ში (ლონდონის ცენტრალური რაიონი) ფლობდა უძრავ ქონებას, თუმცა მისი ზუსტი მდებარეობა სრულიად უცნობი იყო. რაიონში ერთ-ერთ ისტორიულ შენობაზე დამაგრებულ ლურჯ დაფაზე მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ დრამატურგი "აქვე მახლობლად ერ-ერთ მშვიდ ქუჩაზე ცხოვრობდა“

თუმცა ახალი მტკიცებულებები, იატაკის გეგმების სახით, ზუსტად აჩვენებს, თუ სად მდებარეობდა ლეგენდარული პოეტის კუთვნილი უძრავი ქონება.

პროფესორი რომელიც აღნიშნულის საკითხის კვლევით იყო დაკავებული, სამ ისტორიულ დოკუმენტს წააწყდა, სადაც არა მხოლოდ 1613 წელს შეძენილი ქონების ზუსტი ადგილია აღწერილი, არამედ მისი განლაგება და ზომების დახასიათებაცაა მოცემული .

ერთ-ერთ დოკუმენტში “ბლექფრაიერსის “უბნის გეგმაა წარმოდგენილი, რომელიც 1668 წლით თარიღდება.

შექსპირის კუთვნილი უძრავი ქონება, რეალობაში დიდი, L-ფორმის შენობას წარმოადგენდა, რომელიც შუა საუკუნეების მონასტრისგან იყო გადაკეთებული. მასთან ახლოს იყო განლაგებული პოეტის თეატრი და პაბი.

სამწუხაროდ, ორიგინალი შენობა “ლონდონის დიდი ხანძრის დროს განადგურდა“

გეგმების მიხედვით სახლი დღევანდელ ლონდონში, 5 Burgon Street და 5 St Andrew’s Hill მისამართების მქონე შენობების ადგილზე მდებარეობდა.

დოკუმენტების მიხედვით, შექსპირის შვილიშვილმა ელიზაბეტ ჰოლი ნეშ ბარნარდმა სახლი 1665 წელს, ტრაგიკული მოვლენებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე გაყიდა.

“ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმ ნარატივს, თითქოს შექსპირი უბრალოდ სტრატფორდში დაბრუნდა და დედაქალაქში აღარასდროს ყოფილა, ხშირად მიიჩნეოდა, რომ მან “ბლექფრაიერსში“ მდებარე ქონება მხოლოდ ინვესტიციის მიზნით შეიძინა, მაგრამ არ ვიცით ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა, ან საერთოდ იყენებდა თუ არა მას საკუთარი საცხოვრებლად. ბოლოს და ბოლოს, ინვესტიციისთვის მას ლონდონში, ნებისმიერ ადგილას შეეძლო ქონების შეძენა, მაგრამ ეს სახლი მის სამუშაო ადგილთან, “ ბლექფრაიერსში” მდებარე თეატრთან ახლოს მდებარეობდა" - აცხადებს შექსპირის მკვლევარი, პროფესორი ლუსი მანრო.

ცნობილია რომ შექსპირი 52 წლის ასაკში , Stratford-upon-Avon-ში გარდაიცვალა .

წყარო