ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურად დანგრეულები და დიდი ალბათობით კიდევ ერთი ომგადატანილი ქვეყანა ვიქნებოდით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პროგნოზები აჩვენებს ერთ რამეს, რამდენად სწორად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება - მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, მათ შორის ბრიუსელის.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურად დანგრეულები ვიქნებოდით, დიდი ალბათობით კიდევ ერთი ომგადატანილი ქვეყანა ვიქნებოდით.
საბედნიეროდ, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაში და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალფეხზე მდგომი ადამიანები, არამედ დახვდნენ ისინი, ვინც იცავენ საკუთარი ერის ინტერესებს. [ეკონომიკური მაჩვენებლები] ეს არის დამოუკიდებლობის სიკეთე. თუ რა არის ცალფეხზე დგომის ფასი, ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ, რომლებიც ომის ქარცეცხლში არიან გახვეულები და ახლა სამადლოდ აქვთ საქმე ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებებს გაუხსნიან და რა შედეგები ექნებათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.