ავტორი:

ტრაგედიად ქცეული ფესტივალი - 191 ადამიანი გარდაიცვალა "წყლის ომის" დღესასწაულზე: რა მოხდა ტაილანდური ახალი წლის აღნიშვნისას (ფოტოები)

ტრაგედიად ქცეული ფესტივალი - 191 ადამიანი გარდაიცვალა "წყლის ომის" დღესასწაულზე: რა მოხდა ტაილანდური ახალი წლის აღნიშვნისას (ფოტოები)

ტაილანდში მიმდინარე ყოველწლიური ფესტივალი “სონგკრანი“ , როგორც წესი, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მხიარულ ზეიმს ნიშნავს, თუმცა წელს გამართული ფესტივალი მრავალი ადამიანური მსხვერპლის მიზეზი გახდა.

ტაილანდურ დღესასწაულს, რომელიც მსოფლიოში “უდიდესი წყლის ომის“, სახელითა არის ცნობილი, რეალობაში თან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვა, საგზაო ავარიები და დაუფიქრებელი ქცევები ახლავს.

მიმდინარე წლის “სონგკრანის“ პირველ სამ დღეში 191-ზე მეტი სიკვდილი, 951 საგზაო ავარია და 911 დაშავებული დაფიქსირდა.

მიუხედავად მთავრობის მიერ დაწყებული საგზაო უსაფრთხოების კამპანიის, გამკაცრებული კანონების და საპოლიციო პატრულების რაოდენობის ზრდისა ტრაგედიები კვლავ გრძელდება.

ტაილანდური ახალი წლის აღნიშვნა, მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებებს იწვევს, მილიონობით ადამიანი ტოვებს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიც ბანკოკია, რათა დღესასწაული ოჯახთან ერთად საკუთარ პროვინციებში აღნიშნოს.

მხოლოდ ზეიმის პირველ დღეს საგზაო შემთხვევებში 51 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო (დაახლოებით 42%), რაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვას მოჰყვება (27.4%).

“საგზაო ავარიების მსხვერპლთა დაცვის კომპანიის მონაცემებით“, წლის განმავლობაში საშუალოდ ტაილანდის გზებზე დღეში დაახლოებით 38 ადამიანი იღუპება, ეს მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება “სონგკრანის“ პერიოდში, რომელსაც “შვიდ საშიშ დღეს“ უწოდებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ ტაილანდი წევრ ქვეყნებს შორის უკვე მეცხრე ადგილზე დგას.

ტრაგიკული ირონიაა, რომ თავად ფესტივალი განახლებისა და ახალი საწყისის აღსანიშნავად იმართება.

წყლით გამართული სახალისო ბრძოლები კვლავ იპყრობს ქვეყნის ქუჩებს, სადაც ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სულიერი “განწმენდისთვის“ ერთიანდებიან.

ეროვნული დღესასწაული დაახლოებით 500,000 საერთაშორისო ვიზიტორს იზიდავს და 30.4 მილიარდ ბატი (დაახლოებით 940 მილიონ დოლარი) შემოსავალი მოაქვს.

წყარო