ავტორი:

"აშშ-ს აქვს გეგმები მსოფლიოს ნებისმიერი "ცუდი" ადამიანის ლიკვიდაციისთვის... პუტინსაც კი შეგვიძლია მოვუღოთ ბოლო" - თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი

"აშშ-ს აქვს გეგმები მსოფლიოს ნებისმიერი "ცუდი" ადამიანის ლიკვიდაციისთვის... პუტინსაც კი შეგვიძლია მოვუღოთ ბოლო" - თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი

The View-ის თანაწამყვანმა, თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, ალისა ფარა გრიფინმა განაცხადა, რომ "რუსეთის ლიდერის ლიკვიდაცია არც ისე რთული ამოცანა იქნებოდა".

  • მიუხედავად იმისა, რომ იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, 36 წლის კომენტატორმა ორთვიანი პაუზის შემდეგ, შოუში დაბრუნების დროს ირანის ომზე საკუთარი აზრი მაინც გამოთქვა.

"ვზეიმობ იმას, რომ აიათოლა მკვდარია. ის იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ომში ყველაზე მარტივი ცუდი ადამიანების მოკვლაა. რთული ის არის, რაც ამის შემდეგ ხდება" - განაცხადა ფარა გრიფინმა და ტრამპის ადმინისტრაციაში, თეთრი სახლის კომუნიკაციების გუნდში თავისი მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

"თავდაცვის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილებიდან და ეს არ არის ინფორმაცია, რომლის თქმაც არ შეიძლება, შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ს აქვს გეგმები მსოფლიოს ნებისმიერი “ცუდი“ ადამიანის ლიკვიდაციისთვის. პუტინსაც კი შეგვიძლია მოვუღოთ ბოლო და ფაქტობრივად, ეს არც თუ ისე რთული იქნებოდა, დაასახელეთ ნებისმიერი ადამიანი პლანეტაზე. მაგრამ მთავარი კითხვა არის ის, რაც ამის შემდეგ დგება და რასაც მეორე ან მესამე რიგის გლობალურ შედეგებს ვუწოდებთ.".

  • მისი თქმით, ხელისუფლება, სანამ შესაძლო მტრის ჩამოშორებაზე იფიქრებს, სვამს კითხვებს: "რას გამოიწვევს ეს? ვინ ჩაანაცვლებს მას? იქნება ხალხის ბუნებრივი აჯანყება? მოვა ვინმე, ვინც ისეთივე ცუდია ან უარესიც კი?".

ირანში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას გრიფინმა განაცხადა: "არსებული ინფორმაციით, აიათოლას შვილი ისეთივე რადიკალიზებულია, როგორც თავად მამამისი იყო, და უფრო მეტიც, მას ახლა შურისძიებისა და მოწამებრივი მისია აქვს დაკისრებული მოკლული მამის გამო.“

გრიფინი დიდი ხანია ღიად საუბრობს პოლიტიკურ სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე, სანამ სატელევიზიო კარიერას დაიწყებდა იგი თეთრ სახლში, ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდა, შემდეგ თანამდებობა დატოვა და 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ საჯაროდ გამოვიდა ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ალისა ფარა გრიფინი პროკურორებმა დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით “ინტერვიუ ძირითადად ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხებოდა", პროკურორებს ასევე აინტერესებდათ, თუ რა იცოდა მან არჩევნების მასშტაბური გაყალბების იმ უსაფუძვლო განცხადებების შესახებ, რომლებსაც ტრამპი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმამდე ავრცელებდა.

წყარო