"ირანთან ომის გამო გამოწვეული ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი დეფიციტის ფონზე, ევროპას საავიაციო საწვავის მხოლოდ ექვსი კვირის მარაგი დარჩა" - ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა, განაცხადა.

ეს განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მრჩევლის იმ გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით "ბრიტანელები მეორე მსოფლიო ომის წლების მსგავსად, საკვების ბარათებით განაწილებისთვის უნდა მოემზადონ, რადგან სუპერმარკეტებში გასაყიდ ძირითადი პროდუქტებისა და მედიკამენტებზე დიდი დეფიციტია მოსალოდნელი".

ბიროლის პროგნოზის მიხედვით, აეროპორტებს უკვე მაისისთვის შეიძლება საწვავის კრიტიკული დეფიციტი შეექმნათ, რაც იმ ბრიტანელებისთვის გამოიწვევს ქაოსს, რომლებიც არდადეგებზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ.
იტალიის რამდენიმე აეროპორტმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწვავი ეწურებათ.
ადგილობრივი ცნობებით, ამ კვირის დასაწყისში ბრინდიზი-კაზალეს აეროპორტმა დაადასტურა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში Jet A1 საწვავი ხელმისაწვდომი არ იყო.
United Airlines-ასევე დაადასტურა, რომ 2026 წლის მეორე და მესამე კვარტლებში ფრენებს 5%-ით შეამცირებს და თვეში დაახლოებით 250 ფრენით ნაკლებს შეასრულებს.

სპარსეთის ყურის ეს სტრატეგიული გასასვლელი მსოფლიო საავიაციო საწვავის დაახლოებით 40%-ის გადაზიდავს უზრუნველყოფს.
ბრიტანელებს შესაძლოა სუპერმარკეტებში ძირითადი პროდუქტების მაგალითად, ლუდისა და ხორცის დეფიციტიც შეექმნათ, რაც სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ნახშირორჟანგის (CO₂) დეფიციტის ბრალი იქნება. CO₂ გამოიყენება საკვების შეფუთვაში პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად გამოიყენება.

ლონდონის უნივერსიტეტის კვების პოლიტიკის პროფესორის ტიმ ლანგმას თქმით, "თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გაგრძელდება, ბრიტანეთის საკვების მიწოდების ჯაჭვი ჩუმად შეჩერდება, მთავრობას, საცალო მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. თუმცა საკვების ბარათებით განაწილება უკიდურესი ზომაა, რომელიც ბრიტანეთში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა".
წაიკითხეთ ასევე: