ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ახალი ფილმის, "კრემლის ჯადოქრის" პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა - ფილმი პუტინის პოლიტიკურ აღზევებას ეფუძნება და მისი ადრეული პოლიტიკური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

პოლიტიკურ დრამაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის როლს ჯუდ ლოუ ასრულებს. ამერიკელი მსახიობი, პოლ დანი კი ვადიმ ბარანოვის როლს მოირგებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ალისია ვიკანდერი, უილ კინი, ტომ სტარიჯი და ჯეფრი რაიტი. ფილმი დაფუძნებულია ჯულიანო და ემპოლი-ს ამავე სახელწოდების რომანზე.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/U7ctYp3zQVA?si=QtnlCq9zd_FvFSB0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>


"კრემლის ჯადოქარს" მაყურებელი კინოთეატრებში 15 მაისს იხილავს.
