ავტორი:

"კარლოს საქართველოში ტაქსისტმა 100 დოლარი გამოართვა, როცა იმ მანძილზე მაქსიმუმ 80 ლარი გამოურთმევიათ ჩემთვის... ეს არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის" - სოფი ლორენის ქართველი რძალი

"კარლოს საქართველოში ტაქსისტმა 100 დოლარი გამოართვა, როცა იმ მანძილზე მაქსიმუმ 80 ლარი გამოურთმევიათ ჩემთვის... ეს არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის" - სოფი ლორენის ქართველი რძალი

საქართველოში ტაქსის მძღოლების კრეატიულობაზე ბევრი ისტორია მოგვისმენია, თუმცა ამჯერად „მსხვერპლი“ არც მეტი, არც ნაკლები, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი აღმოჩნდა. ლორენის ქართველმა რძალმა მარიამ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ გადაიქცა მისი მეუღლის გზა აეროპორტიდან სახლამდე 100-დოლარიან ექსკურსიად

- მოგესალმებით, მეგობრებო. ახლა უნდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. გუშინ მოხდა ერთი არასასიამოვნო ფაქტი: კარლო როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, ტაქსისტმა – რა დისტანციაზეც მაქსიმუმ ჩემთვის 80 ან 100 ლარი გამოურთმევიათ – კარლოს გამოართვეს 100$.

მივმართავ იმ ტაქსის მძღოლებს, ვისაც შეხება გაქვთ უცხოელებთან და გეტყვით, რომ არ ვიცი, ძალიან მაგრად ტეხავს, როდესაც ფიქრობთ, რომ უცხოელებმა ან ტარიფი არ იციან, გგონიათ, რომ მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. მე უბრალოდ ამჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ სამომავლოდ თუ გამეორდება მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად გავასაჯაროებ. ეს იყოს გაფრთხილება.

არ ვიცი, სახელმწიფოს მხრიდანაც რატომ არ რეგულირდება ეს თემა ისე, რომ თუნდაც ასეთი არაადეკვატური თანხის გამორთმევის შემთხვევაში უნდა ჯარიმდებოდნენ ეს ადამიანები. ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად შეიძლება ექცეოდნენ ტაქსის მძღოლები უცხოელ მოქალაქეებს.

ამ თემაზე იმიტომ მოვინდომე გაზიარება, რომ ვიმედოვნებ, ამ შემთხვევის გაზიარების შემდეგ იქნებ ან რეგულაცია დაწესდეს, ან, არ ვიცი, უბრალოდ შერცხვეთ ამ ადამიანებს ასეთი თაღლითობის და უბრალოდ აღარ გააკეთონ.