ავტორი:

თინეიჯერი გოგონას მკვლელობის საქმეზე ცნობილი ამერიკელი მომღერალი დააკავეს - "ცხედარი მის კუთვნილ ავტომობილში იპოვეს": სკანდალური საქმის დეტალები

თინეიჯერი გოგონას მკვლელობის საქმეზე ცნობილი ამერიკელი მომღერალი დააკავეს - "ცხედარი მის კუთვნილ ავტომობილში იპოვეს": სკანდალური საქმის დეტალები

ამერიკელი რეპერი, D4vd თინეიჯერი გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, არტისტი, რომლის ნამდვილი სახელი დევიდ ენტონი ბურკია, გამოძიების სამიზნე იყო სელესტე რივას ერნანდესის მკვლელობის საქმეში.

მოზარდის ცხედარი გასული წლის სექტემბერში, მომღერლის კუთვნილ Tesla-ს ავტომობილში აღმოაჩინეს.

  • ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 21 წლის ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. უწყების ცნობით, საქმე რაიონული პროკურორის ოფისს გადაეგზავნება, სადაც გადაწყდება ოფიციალური ბრალის წარდგენის საკითხი.

მომღერალს საჯაროდ დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მისი წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობდა.

საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 სექტემბერს ჰოლივუდში, 14 წლის მოზარდის ნეშტი აღმოაჩინეს. სამართალდამცავები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ავტომობილიდან ძლიერი უსიამოვნო სუნი გამოდიოდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, მოზარდის ცხედარი "ძალიან გახრწნილი" იყო, რის გამოც გარდაცვალების მიზეზის დადგენა გართულდა.

გამოძიების მიხედვით, სელესტე რივას ერნანდესი 2024 წლის აპრილში გაუჩინარდა.

წყარო