ავტორი:

სააპელაციო სასამართლოში, სადაც ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

სააპელაციო სასამართლოში, სადაც ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

  • ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს, სადაც მსჯავრდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, დაესწრება.

"არც წინასწარმეტყველება შემიძლია, არც წინასწარი განწყობა არ მაქვს ისეთი, რადგან ამ სასამართლოს სისტემის არანაირი იმედი არ შეიძლება ამ ქვეყანაში გქონდეს, მაგრამ ერთი მაინც, ღვთის იმედი შეიძლება გქონდეს ადამიანს. ბრწყინვალე შვიდეულის დროს, მოსამართლე თუ იმას გაბედავს, რომ ეს განაჩენი დატოვოს, ესე იგი, ღმერთის არ ეშინია და ჯობს ეშინოდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.