გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
დაშავებული მოზარდის დასახმარებლად სოციალურ ქსელში მისი ახლობლები საზოგადოებას მიმართავენ.
"მეგობრებო, ტირძნისში ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა ჩვენი პატარა გაბრიელი მოპედით ავარიაში მოყვა სამწუხაროდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაშია.წინ ელოდება ხანგრძლივი მკურნალობა რეაბილიტაცია
ვინც შეძლებთ გთხოვთ დავუდგეთ გვერდში მცირედი დახმარებაც ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია
GE79BG0000000611366817 საქართველო გიორგი თუთარაული
GE85TB7055045068100003 თიბისი