ავტორი:

"ვერანაირი ზახაროვას და ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი" - ალუდა ღუდუშაური

"ვერანაირი ზახაროვას და ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი" - ალუდა ღუდუშაური

ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ვერანაირი სხვა მხარის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს საქართველოზე.

“ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ვერანაირი სხვა მხარის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ვერ იქნება დასრულებული და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი.

იქამდე, სანამ ერთი ქართველი მაინც არსებობს, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ისტორია და მომავალი არის საინტერესო და ღირებული, ვერასოდეს სისრულეში ვერ იქნება მოყვანილი. ქართველი ხალხი ჯიუტად იცავს თავის ინტერესს. ჩვენ შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ქართველები ვართ და ღირსებით სავსე ერი ვართ. ვერანაირი, ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ვერც ჩვენს წინაპრებზე, ვერც ჩვენზე და ვერც ჩვენს მომავალზე.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად. ხშირ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარედან დაკვეთით უსამშობლო სუბიექტები მოქმედებენ, ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია.

ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად და თუ ვინმეს სიტყვა ან ქმედება პრაგმატულობა ერევა სხვა რაიმეში, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნათლად და მკაფიოდ შეიძლება ამ სიტყვის ეტიმოლოგია ნახონ. თუ ამასაც ვერ შეძლებენ, მაშინ ნახონ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვდგამთ”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.“

წაიკითხეთ ასევე: