ავტორი:

"ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში... არის სურვილი, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან" - შალვა პაპუაშვილი

"ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში... არის სურვილი, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან" - შალვა პაპუაშვილი

"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ორმხრივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

"შეხვედრები როდესაც გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვქონოდა უშუალო კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

  • ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა.

ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან.

მეორე: აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ყველამ აღნიშნა, თუ რა კრიზისს განიცდიან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. უწევთ ენერგიის დაზოგვის მიზნით სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, მათ შორის, დისტანციური მუშაობა და ა.შ.

ჩანს, როგორ ახდენს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი გავლენას სხვა რეგიონებზე. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ვხედავთ ჩვენ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება თუ ის კრიზისი, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობა, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი მიდგომა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობაც.

"შეხვედრები მქონდა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ასევე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.