ავტორი:

ვიქტორია ბექჰემმა შვილთან და რძალთან დაკავშირებულ სკანდალზე დუმილი დაარღვია - "სულ ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით"

ვიქტორია ბექჰემმა შვილთან და რძალთან დაკავშირებულ სკანდალზე დუმილი დაარღვია - "სულ ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით"

ვიქტორია ბექჰემი საჯაროდ პირველად გამოეხმაურა შვილთან, ბრუკლინ ბექჰემთან დაკავშირებულ უთანხმოებას და თქვა, რომ ის და და მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი, ყოველთვის ცდილობდნენ კარგი მშობლები ყოფილიყვნენ.

  • "ჩვენი შვილები ძალიან გვიყვარს. ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით. უკვე 30 წელზე მეტია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი შვილების დაცვა და სიყვარული იყო" - განაცხადა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

ეს ვიქტორიას პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ პელც-ბექჰემმა, ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე საჯაროდ ისაუბრა:

  • იანვარში მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში მშობლები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბექჰემებისთვის მთავარი ყოველთვის საჯარო იმიჯი იყო. მისივე თქმით, ვიქტორიამ ქორწილისთვის ნიკოლას კაბის შეკერვა "ბოლო წუთს გადაიფიქრა“, ხოლო ცერემონიის დროს „ყველას თვალწინ შეუფერებლად იცეკვა“.

ქორწილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სტუმრების მხრიდან განსხვავებულად შეფასდა. დიჯეი ფატ ტონმა მხარი დაუჭირა ბრუკლინის განცხადებას, თუმცა მომღერალ მარკ ენტონის თქმით, ეს "სიმართლეს არ შეესაბამებოდა."

წყარო