ავტორი:

"ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს? მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიაზე

"ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს? მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიაზე

გასულ კვირას ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოუტანეს ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, თეკლა გერსამიას. მას ბრალად ედებოდა ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობა. დაკავებულ "ტიკტოკერს“ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.

თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. თუმცა მოკლული ლუკა დარასელიას დედას სჯერა, რომ ფარულ ჩანაწერში ის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ბრალის წარდგენის შემდეგ კი უკვე ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც გასულ კვირას ესართიამ ინტერვიუ მისცა, გადაცემას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით ეხმაურება. გადაცემას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ინგა ესართიას ინტერვიუ საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს, გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე ატირდა.

"გადაცემაში მყავდა, გოგო უფრო, ვიდე ქალი. 41 წლის გოგო, რომელსაც შვილი მოუკლა "ტიკტოკერმა" გოგომ. ეს ბიჭი სამეგრელოში დაიბადა და გაიზარდა, წარმოიდგინეთ რამდენი ტრადიციის გათვალისწინება უწევდა. იქ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ, ნათესავები, ახლობლები, ოჯახი. მიუხედავად ამისა, ამ სტიგმებით სავსე ქვეყანაში მოახერხა, შვილიანი გოგოს ცოლად მოყვანა. ამბავი როგორ დასრულდა? მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ერთხელ მაინც გაგვიფიქრებია ყველას, რომ ეს ბიჭი ხომ არ ძალადობდა ამ გოგოზე? და ხომ არ იყო ეს ყველაფერი თავდაცვა? თუმცა როცა იგებ, რომ არანაირი წინაპირობა ძალადობის არ იყო, ფიქრობ, რომ ამ დროს ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს. მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, განსაკუთრებით პატიმარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა - ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა" - ამბობს ნანუკა.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: