ავტორი:

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდში კომერციული გემებისთვის სრულად თავისუფალი იქნება - რას ამბობს აბას არაღჩი?

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდში კომერციული გემებისთვის სრულად თავისუფალი იქნება - რას ამბობს აბას არაღჩი?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად თავისუფალი იქნება.

არაღჩის თქმით, სრუტეში გავლა ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით განხორციელდება.

"ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გასასვლელი სრულად ღიად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ უკვე გამოცხადებული კოორდინირებული მარშრუტით“, - დაწერა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში.