აშშ მიიღებს მთელ ბირთვულ "მტვერს“, რომელიც ჩვენი შესანიშნავი B-2 ბომბდამშენების მიერ შეიქმნა - არანაირი თანხის გადაცემა არ მოხდება, არცერთი ფორმითა და საშუალებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-მა ისრაელს ლიბანის დაბომბვა აუკრძალა.
"ეს შეთანხმება არანაირად არის დამოკიდებული ლიბანზე, თუმცა აშშ ცალკე იმუშავებს ლიბანთან და შესაბამისი გზით მოაგვარებს "ჰეზბოლას“ საკითხს. ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. აშშ მათ ამის გაკეთებას უკრძალავს. საკმარისია!!!“- წერს ტრამპი.