ავტორი:

ახალი რევოლუციური თეორია კვანტურ ფიზიკაში - სამყარო შესაძლოა 7 განზომილებისგან შედგებოდეს

ახალი რევოლუციური თეორია კვანტურ ფიზიკაში - სამყარო შესაძლოა 7 განზომილებისგან შედგებოდეს

ეს შესაძლოა “მატრიცას“ სცენარს ჰგავდეს, თუმცა ფიზიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში შვიდი განზომილებისგან შედგება. ტრადიციულ ოთხ განზომილებასთან ერთად, რასაც სიმაღლე, სიგრძე, სიღრმე და დრო წარმოადგენს, მკვლევართა მტკიცებით, არსებობს რეალობის კიდევ სამი "დაკეცილი“ შრე .

მკვლევრებს სჯერათ, რომ ეს თეორია ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას გადაჭრის და საბოლოოდ ახსნის იმას, თუ რა ბედი ეწევათ შავ ხვრელებს მათი “სიკვდილის“ შემდეგ.

  • ინფორმაციული პარადოქსი: სად ქრება ცოდნა?

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელები კოსმოსური უფსკრულებს წარმოადგენს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.

თუმცა, 1970-იან წლებში სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა, რომ ისინი რადიაციას ასხივებენ და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა “ორთქლდებიან“.

და აქ უკვე ე. წ. “ინფორმაციული პარადოქსი“ იბადება, კვანტური ფიზიკის კანონების მიხედვით, ინფორმაცია არასოდეს ნადგურდება. რიჩარდ პინჩაკი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ამას მარტივი მაგალითით ხსნის:

“წარმოიდგინეთ, რომ წიგნს ცეცხლში აგდებთ. წიგნი ნადგურდება, მაგრამ თეორიულად, კვამლისგან, ფერფლისა და სითბოსგან თითოეული სიტყვის აღდგენა არის შესაძლებელია. ინფორმაცია იბნევა, მაგრამ არ იკარგება“.

თუმცა ჰოკინგის თეორიის მიხედვით, შავი ხვრელის გაქრობასთან ერთად მასში არსებული ინფორმაციაც ქრებოდა, რაც ფიზიკის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

ახალი კვლევის მიხედვით, გამოსავალი სწორედ სამ დამატებით განზომილებაში მდგომარეობს.

დოქტორ პინჩაკის მოდელით, ეს “უხილავი“ განზომილებები იმდენად მჭიდროდ არის დახვეული, რომ ადამიანები მათ პირდაპირ ვერ აღიქვამენ. სწორედ მათი წყალობით ჩნდება ფიზიკური ეფექტი, რომელსაც “გრეხა“ (torsion) ეწოდება.

თეორიის თანახმად:

როდესაც შავი ხვრელი აორთქლებას იწყებს, მისი შვიდი განზომილება ერთგვარ კვანძად იკვრება.

ეს კვანძი უკუქმედების ძალას ქმნის, რომელიც შავი ხვრელის სრულ გაქრობას უშლის ხელს

შედეგად რჩება მიკროსკოპული ნარჩენი (ელექტრონზე 10 მილიარდჯერ პატარა), რომელიც შავ ხვრელში ჩავარდნილ მთელ ინფორმაციას ინახავს.

ეს რევოლუციური მიდგომა მხოლოდ შავი ხვრელების საიდუმლოს არ ხსნის. მეცნიერები ვარაუდობენ, თავად ბნელი მატერია, იდუმალ სუბსტანცია, რომელიც გავრცელებული თეორიით მთელი სამყაროს მასის 27%-ს შეადგენს, შესაძლოა სწორედ ამ უმცირესი ნარჩენებისგან შედგებოდეს.

თეორიის გადამოწმება რთული გამოწვევაა.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შვიდგანზომილებიანი სტრუქტურის კვალს დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილ კოსმოსურ მიკროტალღურ გამოსხივებაში ან „პირველყოფილ გრავიტაციულ ტალღებში იპოვიან. თუმცა, საჭირო ტექნოლოგიების შექმნამდე, შავი ხვრელების ეს საიდუმლო კიდევ ერთ მომხიბვლელ მეცნიერულ ვარაუდად რჩება.

წყარო