ავტორი:

21 წლის ქართველ ფეხბურთელს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება: "ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს"

21 წლის ქართველ ფეხბურთელს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება: "ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს"

მარტვილის საფეხბურთო აკადემიის პერსპექტიულ ფეხბურთელს, 21 წლის ერასტო სმირნოვს (მიქავას), ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაციას საფეხბურთო აკადემიის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.

14 წლიდან აკადემიაში გაზრდილი სპორტსმენი, რომელიც წლების განმავლობაში მოედანზე გამორჩეული ნიჭითა და ფეხბურთისადმი თავდადებით გამოირჩეოდა, ახლა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

"ამაზე მეტად თავზარდამცემი რა უნდა გაგვეგო მარტვილის საფეხბურთო აკადემიას

ჩვენი აკადემიის ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ერასტო სმირნოვი (მიქავა) რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა და იცხოვრა ჩვენს აკადემიაში დღეს არის უმძიმეს განსაცდელში.

მას მარცხენა ფეხის ბარძაყის მიდამოს რბილ ქსოვილებში დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე და აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად ძალიან სწრაფად მოხდეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ.

მისმა ოჯახმა 14 წლის ბიჭი მოიყვანა ჩვენს აკადემიაში და მას შემდეგ წლებია ერთად მოვდივართ, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ. რომ ერასტო სმირნოვი ჩვენს აკადემიაში ყოველთვის ერთ ერთი გამორჩეული და შესამჩნევი ფეხბურთელი იყო.

მოგმართავთ ყველას:

ჩემი აკადემიის სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს, უშუალოდ ერას თანაგუნდელებს, ჩვენს კოლეგებს, საფეხბურთო სკოლებს, პროფესიონალურ კლუბებს და ფეხბურთის სფეროში მომუშავე ადამიანებს და სრულიად ქართულ საფეხბურთო ოჯახს, გთხოვთ გავერთიანდეთ და გვერდით დავუდგეთ ერთ ქართველ ძალიან მაგარ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მხოლოდ ფეხბურთის უდიდესი სიყვარულით ცხოვრობდა, ხოლო დღეს კი სიცოცხლის გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

ოჯახს მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნია და უმორჩილესად გთხოვთ ვისაც რისი საშუალება გაქვთ დავეხმაროთ, რადგან ახლა დროს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მჯერა ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთიანობით ჩვენ შევძლებთ მის თანადგომას და ამ ვერაგ დაავადებას არ დავუთმოთ ერას სიცოცხლეს.

პირადი ნომერი 62902021241

თიბისის ბანკის ანგარიში: GE41TB7871945064300036

საქართველოს ბანკი ანგარიში: GE20BG0000000580766513

მიმღები ერასტო სმირნოვი (მიქავა)"