აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი "ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზე.
"ჩავალთ, მათთან ერთად მივიღებთ მას და შემდეგ წავიღებთ. გვექნება შეთანხმება და ბრძოლის საჭიროება არ იქნება, როდესაც შეთანხმება იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ ურანს შეერთებულ შტატებში შეიტანენ.
"ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.
ამასთან, Reuters -ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რაც ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებას ეყრდნობა, ჰორმუზის სრუტე უკვე ყველა სამოქალაქო ხომალდისთვის არის ღია, თუმცა თავად ცურვის პროცესი ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) უნდა იყოს კოორდინირებული. ამავე ინფორმაციით სამშვიდობო გარიგების “განუყოფელ“ ნაწილს ირანული აქტივების განბლოკვაც წარმოადგენს.